შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თამუნია

თეთრი არშიით მორთულა
თბილიში ალმურია,
დასასვენებლად მოსულა
რაჭაში თამუნია.

გრილმა ნიავმა დაჰქროლა
ნამდვილი სამუმია,
პაწია გული აჩქროლა
გალაღდა თამუნია,

აქ შეშინება იციან:
"მოვიდა ამუნია"
არ დაიჯერო ბიძია,
პატარა თამუნია,

დედიკოს ხელი ჩაჰკიდე
ვერ შეგჭამს ამუნია,
თბილიში აღარ წახვიდე
აქ დარჩი თამუნია!

იქნება თვალი შევავლო
გიყიდო "დათუნია"
რო შეგირიგო შე ქალო,
პატარა თამუნია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →