შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნიკალა

ია დარბაიძე 8 წლის წინ
დღეს ვინ დაგიფენს ვარდებს ხალიჩად?
დღეს ვიღას ახსოვს ტრფობა ამგვარი?
ის იყო ძველად, როცა ბუხარშიც
ვნებით იწვოდა ცეცხლის ღადარი.

ის იყო ძველად,როცა დუქნებში
დარდიმანდული ჩხეფდა ღრეობა,
როს „ცა ფირუზზე“ აბრიალებულ
მზეს მართლაც ჰქონდა მაშინ მზეობა.

ისევ ჰყვავიან წითლად ვარდები,
ისევ ამაყად დგას ნარიყალა,
დღეს ვინ დაგიფენს ვარდებს ხალიჩად,
რადგან წავიდა ჩვენი ნიკალა!

2007 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →