შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

უსათაურო გრძნობები

ჰორიზონტს მიღმა არ მიყვარს მზერა,
და არც მომავლის ვიკვლევ ბილიკებს,
ახლაც,ამ წუთშიც იმ ზღვასთან ვდგევარ,
რომლის წიაღშიც გამოვირიყე.
თავს ვეღარ ვაღწევ,სული მიშრება,
(სხვას არაფერს ჰგავს შენი წყურვილი,)
არ შეიცვალო ჩემთვის იქნება,
სათქმელს ამბობდეს ისევ, დუმილი..
ვიცი ყველაფრის ბოლოა ერთი,
წრფელი გრძნობები თუმცა,ვერ ცვდება,
არ დავღონდები მოწმეა ღმერთი,
თუ უშენობა გარდამეცვლება...


17.08.15
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →