შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

***

გმირის სულს
ნეტა რაღა უკლია
ცხონებას
განვლო სისხლიანი
მწარე დროება
ნახა სიმწარე
ძმის დაღუპვისა
საკუთარ ხელში;

აღარც გული აქვს
ოდესღაც როცა
ფეთქავდა მკერდში
აღარ ახარებს
არც არაფერი
თავი ანება
კაცის ცხოვრებას
ბნელმა მოიცვა
გონება მისი
მეწამულია ყველა მოგონება;

ძვალ რბილში უკვე ომი
ღაღადებს
განწირულია გზა სიმშვიდისკენ
გონება მოლბა
ხორცი ღრიალებს:
მე
ვეღარ ვითმენ!!!
ვეღარ ვითმენ!!!

12/05/2023.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →