შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

რჩევა შვილს

ადამიანმა რომ მოინდომოს,
დაემსგავსება ჰო ჭიანჭველას.
ხედავ თუ როგორ პატარა ცოცხლობს,
ვერ ხედავ- სპილოს სიცოცხლეს თელავს.
ადამიანმა რომ მოისურვოს,
გახდება შენი ცხოვრების მეკვლე.
მან შეიძლება ჯერ მოგიძულოს
და შეგიყვაროს სიცოცხლის მერე.
ადამიანი პილატეს ბაძავს,
ხელებს დაიბანს და ისე გაგცემს.
მგონია ირჩევს ისევ ბარაბას,
ხალხი და ჯვარზე იესოს აცმევს.
ახალგაზრდა ვარ და მაინც ვფირობ,
რომ ჩემი რჩევა გაგაძლიერებს.
ადამიანად რომ იქცე შვილო,
სულ არ უყურო ადამიანებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →