შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ედემში დაბრუნება

ჩვენი საფერია გვირილები,
ყვითელ გულიანი თეთრფურცლება,
შენში დარგულია ყვავილები,
ჩემში-მებაღე და ერთგულება.
ზეცა მინდორს ჰგავდა გვირილებით,
ღრუბლებს დაესერა მისი ტანი,
ერთად ედემისკენ მივიწევდით,
ღმერთთან აღთქმა გვქონდა მისატანი.
ომი დავამარცხეთ მდინარეთა,
ხიდად სიყვრულის გრძნობა გავდეთ,
ის ვინც ჩვენი გული შეაერთა,
მხოლოდ ამის შემდეგ დავინახეთ.
შორს ხის კვირტებია დაბერილი,
შორსვე გველის ფრთები ასვენია ,
ევა ადამისთვის გაჩენილი,
უკვე აღარაა ტრაგედია.
ისეთ აკვანშია ჩვენი შვილი,
რომ ცის ანგელოზი შეეხება,
დედის გამოყვება მას ღიმილი,
მამის-ნამდვილ ღმერთთან შეერთება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →