შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მამას

ყოფნა-არყოფნა, როგორც ზმანება,
როგორც თოვლი, თუ როგორც ისხარი,
დრომ მიითვალა დაუნანებლად,
შენი ნამღერი და ნარისხალი.

ნაღდი ტრფობა და ნაღდი დიდება,
(ახლა არ იცი, რა არის იქით)
თვალებზე ცრემლად მოგეკიდება,
იმ გარდასული დღეების რიგი.

სოხუმის ზეცა, შორი და ჩუმი,
იმ ბოლო დღეთა ბოლო არია,
გულს იმშვიდებ და ეძლევი დუმილს,
რომ იქ უშენოდ კარგად არიან.

რომ მართლა ხელზე ხელი მოგკიდეს,
(დუმს წერილი თუ ქების სიგელი)
ძნელია მართლა, შენ არ მომიკვდე,
როცა არავინ აღარ მიგელის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →