შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

* * *რომ მერამდენედ გული კანკალებს

რომ მერამდენედ
გული კანკალებს,
ეკრძალვის, ცრემლი ვინაც ადინა,
ბოლო დღეების
ბოლო ნაკვალევს,
შენ წაშლი ახლა ჩემზე ადვილად.

მერე დაგვრჩება
სარკმელი ღია,
რომ იბოგინოს ქარმა აშკარად,
რომ შენც მიხვდები,
ადრე თუ გვიან,
ბოლო დღეებმა როგორ წამშალა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →