შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

* * *დრომ ჩემზე უკეთ იცის და იზამს

დრომ ჩემზე უკეთ
იცის და იზამს.
მჭირდები, თუნდაც ნაცნობი გრიმით,
როგორც ფოთლების
დასიცხულ სიზმარს,
ის ვითომ წვეთი ყასიდი წვიმის.

...და ჩაილევა
დღეების მარში,
გულში ოდესღაც ჩამოკრულ სიმად,
მე თუ ვიქნები,
ნეტავი, მაშინ,
შენ რომ იქნები ნამდვილი წვიმა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →