შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ყველა შეცდომას, ყველა სისუსტეს ..

ყველა შეცდომას, ყველა სისუსტეს,
სიკვდილის მწარე შეგრძნებაც ახლავს,
მე შენ გეტყვი და ვინ დაგიზუსტებს
პულსს, მაჯისცემას რომ იწყებს ახალს.

ვინ ააჟღერებს მინავლულ ძარღვებს,
სადაც ათასი ნოტი ხმიანებს,
როცა დუმილსაც არავინ არღვევს,
დუმილი არღვევს ადამიანებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →