შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

* * * დავრჩი ჩამოკრულ სიმის იმედად,

დავრჩი ჩამოკრულ
სიმის იმედად,
სიმის გაწყვეტაც ჩემი ბრალია,
ვინც არასოდეს
არ გაგვიმეტა,
მან გაგვიმეტა, თურმე, ძალიან.

ჩამოილია
ხსოვნად ნადენი
სინათლე, ჩრდილი რომ არ ებურვის,
ვინ დააგროვა
სიტყვა ამდენი,
უთქმელობისთვის გამეტებული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →