შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ემილი დიკინსონი

შენს გულში ერთი ნაკადულია
და ყვავილების მორცხვი ხალისი,
ეწაფებიან წყაროს ჩიტები,
იქვე ლანდები თრთიან თავისთვის.

ამ ნაკადულზე არავინ უწყის,
მზე ადგას თავზე თუ ჩრდილ-ბინდება,
შენი ცხოვრების პატარა გეგმაც,
ამ წყლით ყოველდღე გაიჟღინთება.

რატომ დაეძებ მარტში ნაკადულს,
როცა დიდდება ყველა მდინარე,
ზათქით ეშვება მთებიდან თოვლი,
ხიდებს ღვარცოფი აუჩინარებს.

აგვისტოში კი, მზე რომ აცხუნებს,
მინდვრად იღვრება ბურთის ოდენა,
ფრთხილად იყავი! ეს ნაკადული
ვაითუ, დაშრეს მოულოდნელად.

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →