შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

თებე

შენი სახელია - მიწა,
ჩემი - უდაბნოა, თებე,
სულზე შემოდგომას იცვამ,
ოქროს ქედები რომ თიბო.

თიბე თებაიდა - ქარვა,
თოვლის თითებით და ქარით.
თეთრი დრათხარების გარდა,
მწარე ღამეების გამო,
ტბები ხარხარებენ ღამით -
- მწვანე ბაყაყების გამა.

შენი სახელია - მიწა,
ჩემი - უდაბნოა, თებე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →