ჩანაწერი
Laravel
მზის სამკალი
არ ვიცით რა მოხდა.
როდესაც გიკრეფდით სამოთხეს,
მინდორში მზე იყო -
- სიწითლე სიმორცხვეს მოჰპარა.
პეპლებმა ნატიფი აკვნების ტერფები გამოხრეს.
დაოთხილ პატარებს დაგვტირის უმანკო კოპალა
მთებიდან,
ზეციდან.
ან, იქნებ, ქარები უკრავენ
რექვიემს.
ან, იქნებ, ტირიან პატარა აკვნები...
დედებმა გვითხრეს, რომ მზე არის თბილი და თაკარა,
არადა, მზეები უდედოდ ვერაფრით ავკრიფეთ.

კომენტარი
0