ჩანაწერი
Laravel
ისინი თრთიან
ისინი თრთიან, ცახცახებენ
ყოველი ცივი დღის სიფითრეში,
ყოველი ცივი ღამის სკნელში.
სკნელი კი, "ზე" იქნება თუ - "ქვე", სულერთია,
მთავარია, რომ სკნელია და,
თანაც, იმსივრცე,
თუნდაც, ყოველდღე მოვკვდე,
ამოვუყორო მუცელი
მიწას გამოსკვნილი ჩემი მჭლე სულით,
ვერ ამოვავსებ.
იქნებ, კარგიცაა სკვნილზე ლოცვა?
იქნებ - სასარგებლოც?
არ ვიცი.
არ მიცდია.
არც მიცდიან სკვნილის მარცვლები.
თითები მტკივა:
პირჯვრისწერისას, ლექსისწერისას და
არასდროს:
რომელიმე საიტიდან სიახლეების გამოწერისას.
ასეთ დროს, მხოლოდ თვალებს ვიტკიებ.
და თრთიან, ცახცახებენ
ჩემი ცოდვები - აღტკინებულნი
ჩემი ტკივილებით.
ყოველი ცივი დღის სიფითრეში,
ყოველი ცივი ღამის სკნელში.
სკნელი კი, "ზე" იქნება თუ - "ქვე", სულერთია,
მთავარია, რომ სკნელია და,
თანაც, იმსივრცე,
თუნდაც, ყოველდღე მოვკვდე,
ამოვუყორო მუცელი
მიწას გამოსკვნილი ჩემი მჭლე სულით,
ვერ ამოვავსებ.
იქნებ, კარგიცაა სკვნილზე ლოცვა?
იქნებ - სასარგებლოც?
არ ვიცი.
არ მიცდია.
არც მიცდიან სკვნილის მარცვლები.
თითები მტკივა:
პირჯვრისწერისას, ლექსისწერისას და
არასდროს:
რომელიმე საიტიდან სიახლეების გამოწერისას.
ასეთ დროს, მხოლოდ თვალებს ვიტკიებ.
და თრთიან, ცახცახებენ
ჩემი ცოდვები - აღტკინებულნი
ჩემი ტკივილებით.
Laravel
კომენტარი
0