შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მსურს რაღაც გითხრა

მსურს რაღაც გითხრა და სისხლი ფეთქავს
და დამსკდარ ტუჩებს სხვა ელფერს აძლევს
მე შენს სიყვარულს გავიხდი ღმერთად
და თვით ეშმაკთან ჩამოვალ ნაძლევს....

რომ მიყვარხარ და რომ მეყვარები,
რომ მინდიხარ და რომ დამჭირდები..
და ბრიალებენ შენი თვალები,
ცისფერი, როგორც ზეცის ზვირთები..

ღამენათევს და ფიქრით გალეშილს
ყელზე ყულფგაყრილს მოვგავარ ბოშას
და შენს ელვარე, ცისფერ თვალებში
ისტერიული დუმილი მოსჩანს...

მსურს რაღაც გითხრა, ვამბობ - არაფერს
და მინდა გულზე ძარღვი გამიწყდეს
და ფილტვი კვამლით მოვამარაგე,
რომ შენი სუნთქვაც გადამავიწყდეს...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →