შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მომეცი ძალა

მომეცი ძალა
რომ დავდგე ფეხზე
და კიდევ ერთხელ ავხედო ზეცას
მომეცი ძალა
დაუსრულებლად...
დაწყებულ სათქმელს, ვაგრძელებ დღესაც
შემხედე! მე ვარ
ისევ ისეთი
ისევ ისეთი, ერთი შეხედვით
თუმცა ვიქნები - ისევ ისეთი
მიწას რომ ვიგრძნობ ერთი შეხებით
მომეცი ძალა
რას ვითხოვ ისეთს?
უხვ სასწაულების ამ ეპოქაში
მინდა უბრალოდ
თუნდაც ბავშურად
დაუსრულებლად ვცეკვავდე ქარში
სჯობს რომ გავჩუმდე...
აქ ოცნებებიც
იფერფლებიან უკვე წლებია
იფერფლებიან, როგორც სურვილი
რომელსაც ახდენა- არ უწერია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →