შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ზღვისფერი ის

შენ სულაც არ გქონდა თვალები ზღვისფერი,
თუმცაღა - ტალღები ხასიათს გიქმნიდნენ,
ჩემსავით გიყვარდა წვიმიან სისველის,
მთვარისებრ სრულყოფილ მზის ჩასვლის სიმწიფე.

დღეს ფანჯრებს უკვდება აპრილის ნაოჭი,
ვარსკვლავებს საკიდი ფეხქვევით ეცლება,
პლანეტავსავით - მომწყდარ და გაოფლილს,
ნეტავ ვინ მოგცა - გაფრენის შეძლება?!

მეც სულაც არა მაქვს თვალები ზღვისფერი,
თუმცაღა ტალღებში ვპოულობ სიმშვიდეს,
მე არ ვარ სიკვდილი თუმცაღა - ვიქცევი,
თითქოსდა სიცოცხლე მტრად გადავიკიდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →