შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება!

გიო წითლიძე 10 წლის წინ
მიეჩქარება დედამიწის ყველა ბინადარს,
მიეჩქარება სადღაც შორს, შორს..
ჯანდაბისაკენ!..

ახლა შევბაა სიკვდილი და ნეტარება,
მიეჩქარებათ მათ ფიქრებს,
შორს...
მიეჩქარებათ,

ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება...
მიეჩქარება ყველა უვიცს სინათლისაკენ..
სწორედ ამიტომ შეიფარა უკუნეთმა გენიოსები..

მიეჩქარება ყველას სულით სიმაღლისაკენ,
სწორედ ამიტომ მე დავრჩები მიწად,
მიწადვე..

მიწა იყავი, მიწად იქეც!
მე ამ სიტყვებს მივესალმები..

ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება.
და შენს თვალებზე ეგ ცრემლები?!
არა, არა ღირს წვიმის წვეთთან მის შედარება...

ახლა შვებაა სიკვდილი და ნეტარება,
მის! ყური მიგდეთ,
არ მჭირდება მე შებრალება,
რადგან...
შვებაა ახლა სიკვდილი და ნეტარება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →