შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

გთხოვთ, გამორთოთ ტელეფონი....

G-PAZA 9 წლის წინ
ჩამავალი მზის შუქი მყუდრო სახლის კარზე
დაბალ ხმაზე ჩართული მელოდია ქნარზე
შემოქარგული სუფრა მუხის მაგიდაზე
გადაშლილი წიგნი აქერცლილი ყდაზე
ჩათვლემილი ფისო ძველებურ დივანზე
ნაზი ია-ია ქარის და _ ფარდაზე
ნაწვიმარი ვარდი ფართე აივანზე
ზღაპრის ხედი ქვემოთ პატარა ბაღჩაზე
მოსეირნე ცუგა გამოკვალულ გზაზე
უკაიფო პონტი უსაღაზრეს აზრზე
ემოციის on-ი სიმარტოვის ზღვარზე
სიმყუდროვის off-ი შემომავალ ზარზე.

.... პატივისცემით, სიმყუდროვე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →