შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გამოგიგონე

მე ვარ ფანტაზია, რომლითაც შენ გამოგიგონეს,
მე ის ოცნება ვარ, შენმა თვალებმა რომ წუხელი შექმნა.

ის ტილო ვარ, შენს დასახატად რომ გამოიგონეს,
შენ გადაკარგული ჩემი ოცნების ცრემლებმა შეგქმნა.

სტრიქონები ვარ, ოცნებებისთვის გამომიგონეს,
შენმა ტუჩების სიტკბომ, შენმა ალერსმა მუზებად შემქმნა.

ის ცრემლები ვართ, დარდით სევდაში რომ გამოგვიგონეს,
შორს როიალზე ჩვენ მუსიკოსმა ჩუმად ნოტებში შეგვქმნა.
Laravel

კომენტარი

1
Dzalian kargi leqsia sataurmac miiqcia yuradgeba,bravoo
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →