შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

, , ,

ლურჯი ფიფქების თოვა მესიზმრა,
აღსარებისთვის დრო რჩება მცირე,
ცხოვრება მიდის უჩუმრად,მდორედ,
მე და შენს შორის გაუსვამთ ტირე,
ფიფქები ცვივა,ფერია უცხო,
ვერავინ იგებს,მძიმეა სევდა;
ხელი დამადო ცხოვრებამ ხელზე,
გამქრალა სადღაც ამ გულის ფეთქვა,
ლურჯი ფიფქების თოვა მესიზმრა,
აღსარებისთვის დრო რჩება მცირე,
მე და შენს ამბავს ტანჯვით დავუსვი
არაფრისმთქმელი მდუმარე მძიმე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →