შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დღეს დედამ ყვავილები დათესა ..

დღეს დედამ ყვავილები დათესა..
აპრილის შუაა უკვე...
დილიდან ფუსფუსებს ბაღჩაში...
დაბერდა დედიკო უკვე....
წლებმა გაიფრინა წამებში..
განა ცხოვრება რაა..?
მე რომ ბავშვობას მიგრძელებს
შენი ჭაღარა თმაა....
ამოვლენ კალათში იები...
კალენდულები გვიმრები...
ბევრჯელ შევხვდებით გაზაფხულს..
მე ამას გულით გპირდები...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →