შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ორი სხეული

უსახელო 7 წლის წინ
მე ისე ძლიერ მიყვარს შემოდგომაზე ყვითელი ფოთლების ზღვები,
სუსხით ნაფერი ფანჯრიდან მე მათი დანახვით ვთვრები,
არა ღვინით,თრთოლვა ამტანი შემოდგომით
და ზაფხულს გაყოლილი სულის მოთხოვნოთ.

მე ისე ძლიერ მიყვარს ნაზვირთები მწვანე ტალღები,
მისი შხეფებით ნასველები შენი სხეული და შენეული
მზით დამწვარი ბეჭების კოცნა,ბრილიანტივით მკერდის ყურება.
მე ისე ძლიერ მიყვარს შემოდგომაზე ყვითელი ფოთლების ზღვები,
ზაფხულს გაყოლილი სულის მოთხოვნა ამ შემოდგომას დაემდურება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →