შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

საღამოს

უსახელო 8 წლის წინ
მოსაღამოვდა,თვალებში წყალი,დარდი.
გამომიძახა დიდმა ოცნებამ
მუდამ ვიქნები სწრაფი და მარდი,
გამოძახება იცის ლოცვებმა.

ფანტაზიების კორიანტელი
თავბრუს გახვევს,არეული ხარ
იბრძვის მხოლოდ, მარტო სპარტელი
და შენც სპარტაკივით გარეული ხარ.

ოტელოს ღალატს როგორ გაბედავ
გულზე გისტუმრეს მხოლოდ იებმა,
ამას ყველაფერს მე ხომ ხვალ ვხედავ
და შეგაწუხებს მონანიება.

მეფე ლირივით სამგან ჩატეხე
ამ შემოდგომის ღონისძიება,
დონ კიხოტივით ალბათ გატეხე
სიტყვა,რომელიც მალე ძვირდება.

ახლა მიყურებს მაღლიდან მთვარე
თანაც გარს მერტყმის იდუმალება,
მალე ინათებს ცისკრის ვარსკვლავი
და მერე ისიც დაიმალება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →