შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

როცა ქარიშხალია

უსახელო 10 წლის წინ
როცა ქარიშხალია
ირხევა ატმის რტოები,
და ჩემი ლექსიდან
მირბიან ასოები.

როცა ქარიშხალია
იქვევიან ხეები,
მაგრამ რას იზამ
ამას ვერ დაემალები.

როცა ქარიშხალია
,,ქარი ქრის" და ,,ქარი ქრის"
ახლად გამოსულ ყვავილებს
დაბლა ყრის და დაბლა ყრის.

როცა ქარიშხალია
სასაფლაო ზანზარებს,
ეშმაკი ამ დროს
მომაკვდავს აძალებს.

ახლა ყველაფერი მშვიდია,
როცა გრიგალმა დალია,
ასე ხდება მაშინაც,
როცა ქარიშხალია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →