შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე და ლექსი

უსახელო 10 წლის წინ
პირველი ლექსი,რომ დავწერე
ის ლექსი მაგრად შევიყვარე,
მერე გვიანღა წავიკითხე
ტაბიძისა ,,მთაწმინდის მთვარე".
მაშინღა ლექსი გახდა ჩემი
ტკბილი,მწარე,ისეთი მჟავე,
რომ გრძნობები მოვაყარე
რომ წავიკითხე ,,მესაფლავე".
ლექსი არის ჩემი სარკე
სადაცა მოჩანს ჩემი ფერი,
მართალია არ წამიკითხავს,
უნდა გავიცნო მისი ,,მერი"
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →