შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნეტავ მეღირსოს ...

ნეტავ მეღირსოს ტრფობა იმ ქალის,
ვის სიახლოვეც ძლიერ მომინდა.
ეს ჩემი ლტოლვა ტოლი გრიგალის,
ჩემში უხილავ გრძნობით მოფრინდა...
ნეტავ მეღირსოს კოცნაც იმ ქალის,
ნეტავ ვუყვარდე თუნდაც შორიდან...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →