შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

გაბუტული ნატო

ბებომ გული გამიწყალა,
ამიკრძალა თამაში.
მსაყვედურობს , ნუ ცელქობო,
ნუ დადიხარ ტალახში;
თორემ დედას დავურეკავ,
წაგიყვანოს ქალაქში...
ჩემო ბებო, ბებიკონა,
აბა, ავი არა ვარო?
აქ, ხომ ყველგან ტალახია,
მიპასუხე, სად ვიარო?
არ გავერთო? სახლში დავჯდე?
ეს მომბეზრდა ქალაქშიაც.
ჭამე-ჭამეს, რომ მეძახი,
მე ჯერ სულაც არა მშია;
და თუ აღარ მათამაშებ,
თვითონ წავალ ქალაქშია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →