შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ეს რა მამა მყოლია!

ეს რა მამა მყოლია,
(ლექსად მაქვს მოსაყოლი)
დღეს, მამიკომ ფეხბურთში,
გაიტანა ცხრა გოლი.

მხოლოდ ბურთის გატანა,
არის მისი მიზანი;
ის ხან ლეო მესია,
ხან კი ,,ზიზუ"-ზიდანი.

რა კარგია, ფეხბურთი
ვისაც მოუგონია;
ვინმემ მამას აჯობოს?
რაღაც არა მგონია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →