შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

პანდა

ისევ სძინავს ხის ტოტზე,
ძილისგუდა პანდასო;
დედი, ვინ დაახურავს,
ნეტავ პანდას საბანსო?

ქარი რომ ამოვარდეს,
გაუტეხავს ძილსაო;
სულაც ხომ შეიძლება,
ჩამოვარდეს ძირსაო?

ამიტომაც ჰამაკი
უნდა ჩამოვუკიდოთ;
უფრო კარგი იქნება,
რომ საწოლი ვუყიდოთ.

ხეზე ხომ არ დარჩება,
დასველდება წვიმაში;
პანდას ბინა ხომ უნდა,
შევიფაროთ ბინაში!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →