შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

*** ,,მე რაღაცა მაქვსო, მეფეს არა აქვსო“

ეკა ქაჯაია 5 თვის წინ
„მე რაღაცა მქონდა“,
სხვას რომ არა ჰქონდა
ქვეყნად,
არვის,
არსად
და არათუ მეფეს,
არცერთ სასახლეში
არცერთ მეფის ქალსა.

ბრწყინვალებდა გულში,
იყო ჩაუქრობი მისი
ნაპერწკალი
და ვერ ერეოდა
ვერც წყვდიადის
ჩრდილი,
ვერც ჟამთასვლის
წყალი.

თუმცა ფეხის მტვრადაც
არ უჩანდათ
მისი
სხივის საჭრეთელი,
ყველა უიმედოს
იყო
შუქის პეშვი
და იმედის მჭრელი.

თქვეს:
- ვინ გაიგონა
"გლეხის ქალს" იმედი
ასე უბრწყინავდეს,
რომ თვითონაც ეყოს,
ობლის ლუკმასავით
სხვასაც უწილადოს?!


და პირქუში ბრჭყალი
გაჰკრეს,
ნაკვერცხლები ჰყარეს
ოლარებმა,
თითო ნაპერწკალი
ყველამ გაიყოლა,
მტერმაც,
მოყვარემაც!..

,,მე რაღაცა მქონდა",
მისი ნაპერწკლები
ახლა
აქვთ წარმართებს;
ჩაქრა,
აღარა მაქვს,
ახლა რას წამართმევთ?!
ახლა რას წამართმევთ?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →