ჩანაწერი
Laravel
მწუხრი
მშორდება,
რადგან ამღვრევია გულის მოტივი, -
მკის ჰორიზონტი ჩამავალ მზის
მწიფე თავთავებს,
ელვარებს მისი ბასრი პირი
გილიოტინის
და ზედ დაისის
გადაჭრილი სხივი
ფართხალებს...
იცლება
სისხლით მორწყულია ცა და
ქვესკნელი,
სატრფოს სიკერპით შემომყურებს
სისხლის გუბედან,
მიღიმის, მაგრამ
ღიმილი აქვს უკანასკნელი,
მიდის და ისე,
რომ ვერ შეძლოს
შემობრუნება.
რადგან ამღვრევია გულის მოტივი, -
მკის ჰორიზონტი ჩამავალ მზის
მწიფე თავთავებს,
ელვარებს მისი ბასრი პირი
გილიოტინის
და ზედ დაისის
გადაჭრილი სხივი
ფართხალებს...
იცლება
სისხლით მორწყულია ცა და
ქვესკნელი,
სატრფოს სიკერპით შემომყურებს
სისხლის გუბედან,
მიღიმის, მაგრამ
ღიმილი აქვს უკანასკნელი,
მიდის და ისე,
რომ ვერ შეძლოს
შემობრუნება.
Laravel
კომენტარი
0