შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

რა საშიში ხარ, სილამაზევ

ეკა ქაჯაია 5 თვის წინ
რა საშიში ხარ, სილამაზევ

რა საშიში ხარ,
სილამაზევ,
აი ეს ვერხვი
აყვავებული
ავისმომგვრელ
თან მგვრის შვებასაც,
რა ლამაზი ხარ, -
ეუბნები და გინდა ხელის
სამკაულივით მის სანდო მკლავს
თოკი შეაბა.


რა საშიში ხარ,
სილამაზევ,
აი ეს ბეწვის
ორ ნაპირს შორის
გაკიდული
ხიდის აკიდო,
ერთი სული აქვს
აგაფაროს თვალებზე ცრემლი
შუა წელიდან
შუა ხევში გადაგიკიდოს.

რა საშიშია სილამაზე,
- აი, ბილიკი,
ეშვება თავქვე,
მდინარისკენ გაგინაპირებს,
- რა ლამაზი ხარ
- რა საშიში
ამბობ და იქვე
ჩაიმუხლები
და ბავშვივით
გინდა ატირდე....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →