შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ხშირად თუ გაბმით

დათო ლომაია 2 წლის წინ
* *

ხშირად თუ გაბმით
პოეზიის ორმოში ვდგავარ,
როგორც შენობა,
დამტვრეული აგურით სავსე,
ხანდახან გულთან
მობჯენილი სიო და ჰავა,
იგივეა რაც შუაღამით
კაკუნი კარზე.

სურვილი შენი
ძლიერდება მეტადრე მაშინ,
როცა პირველი გაელვება
ემთხვევა ბოლოს,
როცა ამდენი ვარსკვლავია
მოყრილი ცაში,
მე კი ჯიუტად ათასებში
ერთს ვხედავ მხოლოდ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →