შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ტიტე

დათო ლომაია 4 წლის წინ
ეს ოქტომბერი, ტიტე ,
ავდრიანია ახლაც,
ნელი ნაბიჯით მივდევ
გრიბოედოვის აღმართს.
ჩემზე რა გითხრა, აგერ
ამინდთან წუხილს ვიყოფ,
ისევ ისეა საქმე
როგრც ყოველთვის იყო.
გაგეცინება, ტიტე ,
გზას მივყვებოდი აღმა
და რამდენიმე წვეთი
ფეხსაცმელებზე ამყვა,
შინ რო დავბრუნდი კიდევ
შევამჩნიეღა მაშინ,
რომ მე და წვიმა, ტიტე ,
ერთად მივსულვართ სახლში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →