შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მივახატავდი თვალზე

დათო ლომაია 4 წლის წინ
მივახატავდი თვალზე
ხეზე გამოსულ ფერებს,
რომ გაზაფხულით სავსე
შენ დამენახე მერე.

ასე თითქოსდა მარტივ
ნაივურობის ბწკარებს,
დავუტოვებდი მარტო
ყვითელს, ლურჯსა და მწვანეს.

ამბობენ, ცოცხლობს ერთხანს
ნახატი ბავშვის ხელის,
ფურცლიდან მოდის ეს ხმა,
თითქოს რაღაცას მღერის.

როგორც ამბობენ, იქაც,
მატულობს ხშირად მუქი,
ის, რაც გაუძლებს დიდ ხანს,
სუფევაა და შუქი.

რაც კი ბრალი თუ ცოდვა
დღემდე კისერზე მიდევს,
დავუმატებდი ცოტას -
მწვანეს, ლურჯსა და ყვითელს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →