შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მანგრევს მიყოლებით

დათო ლომაია 4 წლის წინ
მანგრევს მიყოლებით
ნერვის ეროზია
და ეს სტრიქონები
ჩემი ნევროზია.
თოვლში იკითხება
ჩიტის ნაბიჯები,
ქუჩის სახეები
თვალებს აგიჟებენ.
მინდა, გავეცალო
რამით სადარდებელს,
ვეღარ დამიცდიან,
ვეღარ გადადებენ,
ზამთრის მელოდია
წვეთავს გემოვნებით,
თითქოს მოსაცდელში
ჩემ თავს ველოდები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →