ჩანაწერი
Laravel
სიმაღლეებში ცივი ბეტონის
სიმაღლეებში ცივი ბეტონის,
წვიმა აჟანგებს რკინის კარკასებს,
კარს აწერია ,,ნუ მიეყრდნობი"
და მხრებთან ერთად სულიც ბარბაცებს,
შავ სადენებზე სხედან ჩიტები,
თუ მოწყალების ჰაერს კენკავენ,
იღებენ იმდენს, რაც დაჭირდებათ,
ტაძარში ლოცვის ზარებს რეკავენ.
ვერ გავიგებდი როგორ მწყურია,
ანარეკლს წყალში რომ არ ვხედავდე,
ყოველი წამი სასწაულია,
გათენებიდან დაღამებამდე.
წვიმა აჟანგებს რკინის კარკასებს,
კარს აწერია ,,ნუ მიეყრდნობი"
და მხრებთან ერთად სულიც ბარბაცებს,
შავ სადენებზე სხედან ჩიტები,
თუ მოწყალების ჰაერს კენკავენ,
იღებენ იმდენს, რაც დაჭირდებათ,
ტაძარში ლოცვის ზარებს რეკავენ.
ვერ გავიგებდი როგორ მწყურია,
ანარეკლს წყალში რომ არ ვხედავდე,
ყოველი წამი სასწაულია,
გათენებიდან დაღამებამდე.
Laravel
კომენტარი
0