შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ისე დამკარგე, როგორც გრიგალში

დათო ლომაია 4 წლის წინ
ისე დამკარგე, როგორც გრიგალში
გაიფანტება მწვანე ბალახი,
თითქოს ქვიშაში დავრჩი მირაჟად
და არასოდეს გყავდე ნანახი.

ისე დამხატე, როგორც ბავშვებმა
იციან ხოლმე სახლის ჭიშკარზე,
ფურცელზე კვალიც კი არ დარჩება,
ჩემი სიცოცხლით, რომ არ ვრისკავდე.

ისე მისმინე, თითქოს გარიჟრაჟს,
ბოლოჯერ კბენდეს ჩიტის ნისკარტი,
ისე დამლიე, სისხლი გამიშრეს,
რომ სულ გახსოვდეს როგორ მიყვარდი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →