ჩანაწერი
Laravel
ვუძლებ ოთახში კედლების ალყას
* *
ვუძლებ ოთახში კედლების ალყას,
ვყრი მოთმინებას გალავნებიდან,
დრო საიდუმლო გვირაბით გამყავს
და აქ დარჩენა აღარც მე მინდა.
ეს გზა უშენოდ არავისია,
ვალაგებ არსად წასასვლელ ჩანთებს,
ჩემთვის ისიც კი საკმარისია,
თვალი მეხუჭოს და მაინც ჩანდე.
ვუძლებ ოთახში კედლების ალყას,
ვყრი მოთმინებას გალავნებიდან,
დრო საიდუმლო გვირაბით გამყავს
და აქ დარჩენა აღარც მე მინდა.
ეს გზა უშენოდ არავისია,
ვალაგებ არსად წასასვლელ ჩანთებს,
ჩემთვის ისიც კი საკმარისია,
თვალი მეხუჭოს და მაინც ჩანდე.
Laravel
კომენტარი
0