შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

კიბეს ერთგულად დარაჯობს ძაღლი

დათო ლომაია 6 წლის წინ
* *
კიბეს ერთგულად დარაჯობს ძაღლი,
ჩვეულად უყეფს თებერვლის ყინვებს,
ხომ პატარაა დღეს ჩემი სახლი,
მაგრამ ყოველთვის დაიტევს ვინმეს.
გარეთ მოჭრილი ხეების ჩრდილი,
ირეკლავს ღამით მოყინულ გუბეს,
დაძინებამდე დგება და ფრთხილად
ბეღურებს ჩუმად ფანჯარას უღებს.
მომაკვდავია, თუმცაღა უვლის,
მათ დატოვებას ფიქრშიც არ ივლებს,
ხომ პატარაა დღეს ჩემი გულიც,
მაგრამ ყოველთვის დაიტევს ვინმეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →