შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სად ხარ ...

სად ხარ...
გეძახი ...
გეძებ....
სულს ეჩემები მთლიანს.
ვერც შენთან ყოფნას შევძლებ,
ვერც უშენობით წრიალს.
სად ხარ...
გეძახი...
გეძებ...
არ დაეკარგო ჩემს სულს,
ისევ შენ გიწერ ლექსებს,
სულში შენი ხმა ვერ დუმს.
სად ხარ...
მჩემხარ და მჭირხარ,
თითქოს შენით ვარ ავად.
სულ არ მადარდებს ვინ ხარ,
ჩემთვის მღელვარე ზღვა ხარ.
მე სხივჩამქვრალი მზე ვარ,
და შენს ტალღებში ვკვდები.
უნდა გიგულო ჩემად,
უნდა დავირქვა შენი.
აქ ხარ (ჩემს სულთან ახლოს),
მაგრამ სხეულით შორი.
სხვა სახლიდანაც მათბობ
და არასოდეს მყოფნი.

✍️ ჩუმი 'პოეტესა'
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →