შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

თავს მსურს ვუშველო !

სადაც ვიყავი შენს შესახებ ყველგან მოვყევი,
თუ რარიგ სხვა ხარ .... რარიგ სხვა და რარიგ უჩემო.
დაგრეხილ გზებით ვიარე და შენთან მოვედი
- თავს მსურს ვუშველო !
ჩამოვშალო ყველა დარაბა
და ნაწილ ნაწილ მოვაგლიჯო ზეცას ღრუბლები.
საკუთარ თავთან საუბარმა ისე დამღალა,
რომ ჩემთან მყოფსაც ვეღარაფერს ვერ გეუბნები.
ახლო ხარ სულთან, ქიმიას ვგრძნობ სხვებისთვის უცხოს,
არ გაფერმკრთალდე - დედამიწა ამხედრდეს თუნდაც.
დააგვიანე ჩემამდე და მიპოვნე ცუდ დროს ,
- გთხოვ ნუ ხარ ცუდად !
მე კვლავ მოგისმენ,
კვლავ მოგპარავ გაყინულ მზერას,
გაგიღიმებ და რეალობას გავყინავ წუთით.
ჩემთან იქნები თუ სხვის მკერდთან კვლავ დაგწერ ლექსად,
დავწერ რომ მწამდი ღმერთივით და წყალივით მსურდი.

ჩუმი 'პოეტესა'
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →