შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

კახეთში თუ არ გისვამს მანავი ..

Chepe 9 წლის წინ
კახეთში თუ არ გისვამს მანავი.
ქართლში ურმული თუ არ გსმენია.
იმერეთის ცამ თუ არ მოგხიბლა.
ანდა სვანეთის კლდეთა გენიამ.
თუ აჭარაში არ გყავს ძმაკაცი.
გურიის მთებში თუ არ გივლია.
არ ჩაგივლია სამეგრელოში
ბროწეულები როცა სტირიან.
თუ თბილისელი ქალების ეშხმა.
გული ბოლომდე არ გადხია.
საქართველოში ყოფილხარ მაგრამ.
შენ საქართველო არ გინახია
Laravel

კომენტარი

1
ilia gogichaishvili პრეზიტენტი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
ვისი არის ეს ლექსი ხომ არ იცით ვინმემ?
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →