შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ალუბლები

ალუბლები აყვავდა
ალუბლების ხე
შენს ეზოსთან ამ დილით
ჩამოვიარე
ვერ გითხარი მიყვარხარ
ვერ გაგიბედე
შენ იდექი აივნის
მაღლა კიბეზე
ალუბლების ფანტელი
ფანტელებათ ფრენს
ნუთუ ისევ დარჩები
მოგონებად ჩემს
ნუთუ ისევ ზაფხული
უქმად ჩაივლის
სიყვარულის ფანტელი
გულს არ გაგივლის
ნუთუ ისევ ვერ ხვდები
რომ მიყვარხარ მე
შენთვის გინდა მოვკვდები
შენ შემოგევლე,
ყვავილების ფანტელი
შენი ფერია
იცოდე მეც მიყვარხარ
ნუ მოგიწყენია.
როცა გაიღიმები
წამწამებს დაფენ
შენ ჩემი ფანტელი ხარ
ცაში რომ დაფრენ
ჩემი სიხარული ხარ
გულის მფლობელი
ჩვენზე ალაპარაკდა
მთელი სოფელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →