შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყავაზე

არაფერი გვითქვამს ჩვენს მომავალზე
რა მოგველის რა იქნება ხვალე
მაშინ როცა დაგპატიჟე ყავაზე
შენი წამწამები დავითვალე
შენი სახე თითქოს ნისლში მოჩანდა
ყავას თბილი ადსიოდა ბოლი
ვნახე როგორ მიყურებდა თვალებში
შენი ლამაზი თვალები ორი
ეს თითები ისე ჩასჭიდებოდა
კლანჭებში რომ მწყერს დაიჭერს ქორი
მშურდა, ფინჯანს ისე ეფერებოდა
შენი ლამაზი თითები სწორი
ლოყები კი ოდნავ შეწითლებული
სურნელს აფქვევს არომატი ყავის
შენი სახე მოჩანს შეყვარებული
გაზაფხულის ყვავილივით ყვავის,
დრო მიდის და ჩვენ კი არ გვეჩქარება
ველოდებით რომ დრო მოვა ჩვენი
მეშინია რომ დრო გაგვეპარება
ჩამკიდე და არ გამიშვა ხელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →