შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენი გრძნობა და აზრები

შენი გრძნობა და აზრები, სწორად გამართულია
შენი სიყვარული მგონი, არანორმალურია
შენი ჭკუა და გონება, გრძნობით შეფუთულია
შენი სიყვარული ალბათ, რაღაც ზეციურია.
შენი თვალები ლამაზი, ბრწყინავს ვარსკლავურია
შენი ღიმილი უცხოა, როგორი ზღაპრულია
შენი შემოხედვა, ხიბლი, ფიქრებში გაბმულია
შენი გული დახურული, ისევ დახურულია.
შენი ფიქრები მალული, სადღაც გაფანტულია
შენი დარდები, ტკივილი; ყველგან მოდებულია
შენი გრძნობა უნახავი, გულში დამალულია
შენი ყველა მოქმედება როგორი ქალურია.
შენი სახის სილამაზე თითქოს დახატულია
შენი გახარება ჩემთვის, როგორ საამურია
შენი სიყვარული ძალზე ტკბილია თან რთულია
შენ და შენი ყველაფერი ჩემი სიყვარულია,
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →