შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ის დრო გაჩერდა.

ის გამოხედვა ჩემად დამჩემდა
ვიგრძენ სურნელი, სითბო და გემო
ჩემსგულში ის დრო მაშინ გაჩერდა
როდესაც გნახე პირველად ჩემო.
ხელს არ გაგიშვებ აწი თუ შეგხვდი
ან მზერას შენზე რა მომაშორებს
თვალებით მაშინ, მიყვარხარ გეტყვი
დროზე, სანამ დრო არ დაგვაშორებს
ვიცი დამტოვებ ისევ მიდიხარ
ნუ გამაწვალებ და ჩემს გულს ნუ ცდი
რომ მე რატომღაც, ჩემი მგონიხარ
და მთელი წელი, მე შენს ზარს ვუცდი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →