შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

არ გამიშვა ხელი.

მომენატრა შენი ნახვა მოფერება შენი
უშენოდ გამიჭირდება, უშენოდ მოვკვდები
აყვავდება ატმები და მთაში ყვავილები
ჩემო გულის მეგობარო როდის აყვავდები
მიყვარს როცა გაბრაზებ და გიშლი კიდეც ნერვებს
დამიბრუნდი მაპატიე ისევ მოგხვევ ხელებს
ისევ გეტყვი მიყვარხარო, შენც ხომ ამას ელი
ჩემო სიტკბოვ ერთადერთო არ გამიშვა ხელი
როგორ ამაფორიაქე მითხარ რა მიქენი
ციმციმებენ ვარსკლავები, ცაზე ქარბუქს ველი
მთვარეც აღარ შეიცვალა ისევ დარჩა ძველი
სიყვარული გადავმალე, ვარსკლავებში ჩვენი
შენი თვალების ფერები ამერია ცაში
ვარსკლავების ციმციმს აყვა უსასრულობაში
ატმები რამ ააყვავა ჯერ თოვლია მთაში
შენამდის ვერ მოვაღწიე, დავიკარგე გზაში.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →